რუსთავში რუსთავქალაქობა 2024-ის აღნიშვნა დაიწყეს
რუსთავში რუსთავქალაქობა 2024-ის აღნიშვნა დაიწყეს. წლევანდელ დღესასწაულს, ქალაქი ახალი ბრენდირებით და სლოგანით- ახალი ქალაქი დიდი ისტორიით ხვდება. დილიდან სპორტული და გასართობი ღონისძიებებითაა დატვირთული რუსთავის ცენტრალური პარკი, სადაც ანიმატორების და ილუზიონისტების შოუ და არაერთი გასართობი ელოდებათ პატარებს. კულინარიული და სამრეწველო პროდუქცია იპოდრომის სივრცეშია გამოფენილი. საღამოს 8 საათიდან, კი დღესასწაულის მთავარი კონცერტი დაიწყება, სადაც რუსთაველები, სპეციალურად რუსთავზე შექმნილი სიმღერების პრემიერას დაესწრებიან.