დღეს 19:00 საათზე მილანისა და საქართველოს ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელების მატჩის დაიწყება
2 საათზე ნაკლები რჩება მილანისა და საქართველოს ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელების მატჩის დაწყებამდე. იტალიური გრანდის ფეხბურთელები თბილისში გუშინ ღამით ჩამოვიდნენ, დღეს კი ქართველი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართეს. ყველა მათგანი კარგი თამაშის მოლოდინშია. ვარსკვლავების მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება.
