დოდო აბაშიძის 100 წლის იუბილეს ეროვნულმა არქივმა გამოფენა მიუძღვნა
დოდო აბაშიძის 100 წლის იუბილეს ეროვნულმა არქივმა გამოფენა მიუძღვნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია დოდო აბაშიძის თეატრალური და კინოროლების ამსახველი ფოტოები, მისი პორტრეტები და საოჯახო არქივში დაცული სურათები. ექსპოზიციის პარალელურად საგამოფენო პავილიონში გაიმართა საქართველოს ფოსტის მიერ გამოცემული, დიზაინერ ბადრი გაგნიძის შექმნილი საფოსტო მარკის „დავით (დოდო) აბაშიძე - 100 წელი” პრეზენტაცია