„საქართველო ტრადიციული მუსიკის შეხვედრის ადგილი” - ამ სლოგანით ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს მეხუთედ ჩატარდა
„საქართველო ტრადიციული მუსიკის შეხვედრის ადგილი” - ამ სლოგანით ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს მეხუთედ ჩატარდა. ამბროლაურში ღია ცის ქვეშ ადგილობრივი ანსამბლების და სტუმრების ერთობლივი კონცერტი გაიმართა. ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველომ ევროპისა და ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლებს უმასპინძლა. ფესტივალი მოიცავს, როგორც საკონცერტო, სამეცნიერო და კულტურულ-შემეცნებით პროგრამას, ასევე ქართული ხალხური სიმღერისა და ლეჩხუმური სამზარეულოს მასტერკლასებს