აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2025-28 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების განხილვას დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2025-28 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების განხილვას დაესწრო. სამინისტროს საქმიანობის ანგარიში და პრიორიტეტები მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ წარადგინა. აღინიშნა, რომ სამინისტრო, არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამის დანერგვას და პროგრამულ ცვლილებებს გეგმავს. ცნობისთვის, 2023-24 წლებში, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით 4 465-მა ბენეფიციარმა მიიღო დახმარება