„რუსთავქალაქობა 2024“ განსაკუთრებულად მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებებით იქნება დატვირთული
„რუსთავქალაქობა 2024“ განსაკუთრებულად მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებებით იქნება დატვირთული. წლევანდელ დღესასწაულს ქალაქი უკვე ახალი ლოგოტიპით და სლოგანით - ,,ახალი ქალაქი დიდი ისტორიით" ხვდება. სწორედ ამ სლოგანზე იქნება აგებული მთავარი დღესასწაულის შინაარსიც, სადაც არაერთი სიურპრიზი ელოდებათ რუსთაველებს. სახალხო დღესასწაული სამ სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება. რუსთავის ცენტრალურ პარკში, რუსთავის იპოდრომზე, 20:00 საათიდან, კი კოსტავას გამზირზე, გალა-კონცერტი დაიწყება