საქართველო VS მილანი - ლეგენდების მატჩი დღეს გაიმართება
რამდენიმე საათში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მილანისა და საქართველოს ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელების მატჩი გაიმართება. იტალიური გრანდის ფეხბურთელები თბილისში გუშინ ღამით ჩამოვიდნენ, დღეს კი ქართველი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართეს. ყველა მათგანი კარგი თამაშის მოლოდინშია. ვარსკვლავების მატჩი 19:00 საათზე დაიწყება