პრემიერ-მინისტრმა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ ახალი შენობა გახსნა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვიცე-პრემიერთან, თეა წულუკიანთან ერთად ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ ახალი შენობა გახსნა. მთავრობის მეთაურმა რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერა და განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციისთვის, შენობა არ შეესაბამებოდა პროფესიულ გარემოს, ვერ აკმაყოფილებდა ცენტრალური სამუსიკო სკოლის მოთხოვნებს. ფონდ „ქართუს“ ინვესტიციით და სახელმწიფოს მხარდაჭერით, კი სასწავლებლის შენობა განახლდა. პროექტისათვის 7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. პრემიერ-მინისტრმა “ნიჭიერთა ათწლედის” დირექტორს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი შენობის გახსნა და სასწავლებლის დაარსებიდან 90 წლის იუბილე მიულოცა. ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანთან და ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად დაესწრო ახალი შენობის გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტს