სალომე ზურაბიშვილმა გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა
სალომე ზურაბიშვილმა გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა, რომელმაც მიმდინარე წლის 2 მაისს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაანადგურა შსს-ს კუთვნილი 2 ცალი ვიდეო კამერა. შანიძის დანაშაულის ამსახველი ვიდეოკადრები მედიასაშუალებებში პირდაპირ ეთერშიც გადაიცემოდა. მსჯავრდებულს ჩადენილი დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში 4 წელი უნდა გაეტარებინა. მმართველი გუნდისთვის ზურაბიშვილის ქმედება, გასაკვირი არ არის, მას შემდეგ რაც მან ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოებრიობას პატივს არ სცემს