„უსამშობლოების მორიგი გამოვლინება“ - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ქართველი ენჯეოების მოთხოვნას, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს
„უსამშობლოების მორიგი გამოვლინება“ - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ქართველი ენჯეოების მოთხოვნას, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს. „ქართული ოცნების“ წევრები იმ პერიოდსაც იხსენებენ, როცა მესამე სექტორის წარმომადგენლები შეხვედრიდან შეხვედრაზე დადიოდნენ და ცდილობდნენ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია არ მიეღო. ენჯეოები, რომლებიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვენ, ჩვენს სატელეფონო ზარების არ პასუხობენ თუმცა ფეისბუქის პირად გვერდებზე წერენ, რომ მათი მოღალატეობრივი ქმედება, რაზეც „მაკკეინის ინსტიტუტი“ წერს - დეზინფორმაციაა