საქართველო VS მილანი - ლეგენდების მატჩი დღეს გაიმართება
დღეს საქართველოს ვეტერანთა ნაკრები „მილანის“ ლეგენდებს დაუპირისპირდება. მატჩის ორგანიზატორები თბილისის მერია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არიან. „მილანის“ ლეგენდების დიდი ჯგუფი თბილისში გუშინ ჩამოვიდა. ბოლო ვარჯიში საქართველოს ნაკრებმა უკვე ჩაატარა. „ლეგენდების მატჩი“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე გაიმართება
