„თბილსერვის ჯგუფის“ დაარსების დღესთან დაკავშირებით, კომპანიის 100 თანამშრომელს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა
„თბილსერვის ჯგუფის“ დაარსების დღესთან დაკავშირებით, კომპანიის 100 თანამშრომელს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ თანამშრომლები მოადგილეებთან ერთად დააჯილდოვა და ახალი სპეცტექნიკაც დაათვალიერა. კომპანიის ავტოპარკს კიდევ 11 ერთეული სპეცმანქანა შეემატა, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალური სერვისისთვის გამოიყენება
