სამშობლოს წინააღმდეგ
სამშობლოს ღალატის კიდევ ერთი სერია ქართველი ენჯეოებისგან. არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვენ. ამის შესახებ „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორის, ლორა თორნტონის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც მან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მოამზადა. ანგარიში იმ მისიის შეფასებების საფუძველზე მომზადდა, რომელიც თბილისში 2-8 სექტემბერს იმყოფებოდა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ანგარიშის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი თბილისში მყოფ მისიის წარმომადგენლებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას სთხოვდა. ლორა თორნტონი რეკომენდაციებს აძლევს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, თუ რა ნაბიჯები გადადგან არჩევნების წინა და შემდგომ პერიოდში. საუბარია, რომ გაიზარდოს მედიასაშუალებების ფინანსური მხარდაჭერა
