მოსახლეობის პროტესტი „ნაცმოძრაობას“
განსხვავებული აზრის მიუღებლობა და ჩვეული ძალადობა - "ნაციონალური მოძრაობა" თავის სტილს არ ღალატობს. საუბარია ზუგდიდში, ბარამიას დასახლებაში მომხდარ ფაქტზე, სადაც "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა დევნილებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მმართველი გუნდი ყველა სადამკვირვებლო მისიას მომხდარის შესწავლისკენ მოუწოდებს. ინციდენტის მიზეზი "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით მოსახლეობისგან გამოთქმული პროტესტი და მათთან საუბარზე უარი გახდა. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
