საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაცია არავის ინტერესებში არ შედის
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაცია არავის ინტერესებში არ შედის. ემანუილ მაკრონმა ლიბანელი ხალხისთვის განკუთვნილ ვიდეომიმართვაში მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა. მაკრონის თქმით, ლიბანელი ხალხი გარდაუვალი ომის შიშით ვერ იცხოვრებს, ამიტომ ომი თავიდან უნდა აირიდონ. ამ მიზნით საფრანგეთის პრეზიდენტი ლიბანის, ისრაელისა და ირანის ლიდერებს ესაუბრა.
