უკრაინა ევროკავშირისგან, სესხის სახით, 35 მილიარდ ევროს მიიღებს - ამის შესახებ, კიევში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა
უკრაინა ევროკავშირისგან, სესხის სახით, 35 მილიარდ ევროს მიიღებს - ამის შესახებ, კიევში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ რუსეთის უწყვეტი თავდასხმები უკრაინაზე ნიშნავს, რომ კიევს ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერა სჭირდება. 35 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს უკრაინას დიდი შვიდეულის მიერ დადებული პირობის ფარგლებში გამოუყოფენ.
