ქარიშხალ "ბორისის" შედეგად იტალიის ჩრდიოეთ ნაწილში მეწყრისა და წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
ქარიშხალ ბორისის შედეგად იტალიის ჩრდიოეთ ნაწილში მეწყრისა და წყალდიდობის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. წყალმა ემილია რომანიის რეგიონში რამდენიმე ქალაქი და სოფელი დატბორა. დაზიანებულია საქალაქთაშორისო გზები და რკინიგზა. ქალაქ ტრავერსარიდან ათასზე მეტი მოსახლის ეკავუაცია გახდა საჭირო, ვინაიდან მდინარე რავენის ადიდების შედეგად, ახლომდებარე დასახლებები დაიტბორა. ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში ქარიშხალ ბორისის შედეგად, მასშტაბური წყალდიდობა რამდენიმე ქვეყანას დაატყდა თავს. სტიქიამ 24 ადამიანი იმსხვერპლა.
