გამოცემა "პოლიტიკო" წერს, რომ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შესაძლოა ჯო ბაიდენის ბედი გაიზიაროს
გამოცემა "პოლიტიკო" წერს, რომ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შესაძლოა ჯო ბაიდენის ბედი გაიზიაროს. გამოცემის ცნობით, შოლცის პარტიამ შესაძლოა კანცლერის პოსტზე სხვა კანდიდატი დაასახელოს, იმ შემთხვევაში, თუ 22 სექტემბერს დანიშნულ მნიშვნელოვან რეგიონულ არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტია ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ ძალებთან დამარცხდება. არჩევნები ბრანდენბურგის რეგიონში იმართება. სოციალური კვლევების თანახმად, გერმანელები ოლაფ შოლცს ქვეყნაში ეკონომიკურ კრიზისსა და არალეგალური მიგრაციის პრობლემების მოუგვარებლობაში ადანაშაულებენ.
