უკრაინამ სახელმწიფო ორგანოების, სამხედრო ფორმირებებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების თანამშრომლებს „ტელეგრამის“ გამოყენება აუკრძალა
უკრაინამ სახელმწიფო ორგანოების, სამხედრო ფორმირებებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების თანამშრომლებს „ტელეგრამის“ გამოყენება აუკრძალა. ეს გადაწყვეტილება უკრაინის კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა საკოორდინაციო ცენტრმა მიიღო. უწყებამ განმარტა, რომ სახელმწიფო მოხელეების, სამხედრო მოსამსახურეების, ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის თანამშრომლების სამსახურებრივ მოწყობილობებზე ტელეგრამის აპლიკაციის მოხმარება ეროვნული უსაფრთხოების მიმართ არსებული საფრთხის შემცირების მიზნით შეიზღუდება.
