სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალში ღია კარის დღე გაიმართა
სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალში ღია კარის დღე გაიმართა, რომელსაც ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ფოთის მერთან ერთად დაესწრო. მიიღეს ინფორმაცია მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, ასევე რეგისტრაციის პროცესზე, პროფესიულ ტესტირებასა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობებზე. ფოთის მუნიციპალიტეტი საზღვაო აკადემიასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში არაერთ მხარდამჭერ პროგრამას ახორციელებს.
