საქართველოს ოც საჯარო სკოლაში ინტეგრირებულ, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა დაიწყო
საქართველოს ოც საჯარო სკოლაში ინტეგრირებულ, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა დაიწყო. განათლების მინისტრი 90-ე და 21-ე სკოლებს ესტუმრა და სწავლების პროცესს გაეცნო. პროფესიული განათლება საჯარო სკოლებში წელს პირველად შევიდა. პროგრამაზე გადასვლის შესაძლებლობა მოსწავლეებს მე-10 კლასიდან აქვთ. სკოლის ბაზაზე ისინი, ზოგად განათლებასთან ერთად, პროფესიას დაეუფლებიან. რეფორმის მიზანი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაა.
