დანაშაულის ეფექტიანი კონტროლის ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია, ევროპაში მე-10 ადგილზეა და დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას უსწრებს
დანაშაულის ეფექტიანი კონტროლის ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია, ევროპაში მე-10 ადგილზეა და დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას უსწრებს. მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“ დანაშაულის ეფექტიანი კონტროლის ინდექსს აქვეყნებს, რაც „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ 11 წლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება. 100 პროცენტიანი სისტემით საქართველომ 92 პროცენტი დაიმსახურა; მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მოხვდა და ირლანდიასთან და რუმინეთთან ერთად თანაბარი შეფასებით ევროპაში 10-ე ადგილზე გავიდა. ინდექსის მიხედვით, საქართველო დანაშაულის ეფექტიანი კონტროლით უსწრებს განვითარებული ქვეყნებს: ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადას, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთს, პორტუგალიას, ავსტრალიას, ბელგიას, შვედეთს, ავსტრიას, პოლონეთს, ესტონეთს, ლიეტუვას, ლატვიას, სლოვაკეთს, ბულგარეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, კვიპროსს, მალტას, ალბანეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას.
