ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბუდაპეშტის ტრანსპორტის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბუდაპეშტის ტრანსპორტის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესაძლებლობა და ფუნქცია გლობალური დაკავშირებისა და „შუა დერეფნის“ განვითარებაში. მან დისკუსიის მონაწილეებს გააცნო საქართველოს საერთაშორისო საგზაო ქსელის განვითარების შედეგები და გეგმები. მინისტერიალი უნგრეთის ევროკავშირის პრეზიდენტობის ფარგლებში ჩატარდა და მასში ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები მონაწილეობდნენ.
