"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში მოსახლეობამ არ შეუშვა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში მოსახლეობამ არ შეუშვა. ადგილობრივები "" ერთ-ერთ ლიდერს, ანა წითლიძეს და პარტიის სხვა წევრებს ურჩევდნენ დასახლებიდან გასულიყვნენ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი ადგილობრივებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. თავდაპირველად, დევნილ თეონა ქარდავას, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა ანა წითლიძემ მიაყენა, რამაც ადგილზე სიტუაცია დაძაბა.
