წინასაარჩევნო პროცესში უცხოური ჩარევა, სანქცირების მუქარა, რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მხრიდან დესტრუქციული ქმედებები - გივი მიქანაძე ბოლო პერიოდში გახშირებულ კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს
წინასაარჩევნო პროცესში უცხოური ჩარევა, სანქცირების მუქარა, რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მხრიდან დესტრუქციული ქმედებები, არადეკლარირებული აგიტაცია და დეზინფორმაცია, - გივი მიქანაძე ბოლო პერიოდში გახშირებულ კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, დარღვევებს, რომელთა შესახებ არაერთხელ საჯაროდ ითქვა, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები დუმილით ხვდებიან. გივი მიქანაძის თქმით, ანგარიში ატვირთულია ქართული ოცნების ფეისბუქ გვერდზე, სადაც დეტალურად არის ასახული პირველი ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით გამოვლენილი ყველა დარღვევა.
