"ქართული ოცნების" დამფუძნებელის სიტყვით გამოსვლა რუსთავში
ამ საკითხს „ქართული“ ოცნების დამფუძნებელი გუშინ რუსთავში სიტყვით გამოსვლის დროსაც შეეხო. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ შერიგებას ღალატი, ხოლო შენდობას მტრობა დაარქვა“. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რადიკალების რეაქცია კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ დავალებული ჰქონდათ და აქვთ ერთადერთი რამ - საქართველო იყოს მუდმივი დაპირისპირების რეჟიმში. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის განცხადებით „ნაციონალურ მოძრაობას“ ომის, ნგრევის და ეთნიკური შუღლის გაღვივების გარდა, სხვა მიზანი არ აქვს.
