ქვეყნის გამთლიანებისკენ მიმართულ ბიძინა ივანიშვილის მთავარ გზავნილზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება
შერიგება და ურთიერთ პატიება - ქვეყნის გამთლიანებისკენ მიმართულ ბიძინა ივანიშვილის მთავარ გზავნილზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. ოპოზიცია უკვე ერთი კვირაა ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ბიძინა ივანიშვილმა არა ოსებისთვის, არამედ ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდის საჭიროებაზე ისაუბრა. ამ სპეკულაციის ფონზე ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ინტერესებში საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანება არ შედის.