სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ზოგიერთ მაღალმთიან დასახლებაში მოსახლეობის აღწერა დაიწყო
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ზოგიერთ მაღალმთიან დასახლებაში მოსახლეობის აღწერა დაიწყო. აღწერა საქართველოში 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება, თუმცა ამინდის შესაძლო გაუარესების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადმინისტრაციულ ერთეულში, 2024 წლის 18 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში დაიგეგმა. აღწერის საველე სამუშაოებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი დაესწრო.
