„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზუგდიდში, ბარამიას დევნილთა დასახლებაში მოსახლეობამ არ შეუშვა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზუგდიდში, ბარამიას დევნილთა დასახლებაში მოსახლეობამ არ შეუშვა. ადგილობრივები ნაცმოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ანა წითლიძეს და პარტიის სხვა წევრებს ურჩევდნენ დასახლებიდან გასულიყვნენ და მათ რეჟიმის ჩადენილი დანაშაულები გაახსენეს. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი ადგილობრივებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
