განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი რუსთავის ახლად რეაბილიტირებულ მე-7 და მე-17 საჯარო სკოლებს ეწვია
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი რუსთავის ახლად რეაბილიტირებულ მე-7 და მე-17 საჯარო სკოლებს ეწვია და არსებულ ვითარებას გაეცნო. გიორგი ამილახვართან ერთად ერთად სასკოლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, დეპუტატმა ალექსანდრე დალაქიშვილმა და ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
