ნინო ლაცაბიძემ, პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა და “ქართული ოცნების" დელეგატმა რუსთავსა და გარდაბნის ისტორიულ სოფლებში ბიზნეს სექტორთან შეხვედრა გამართეს
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა და “ქართული ოცნების" დელეგატმა რუსთავსა და გარდაბნის ისტორიულ სოფლებში ირაკლი შატაკიშვილმა, ბიზნეს სექტორთან შეხვედრა გამართეს. ისაუბრეს რუსთავში განხორციელებულ პროექტებზე, არსებულ გამოწვევებსა და იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც ქალაქის განვითარების პარალელურად კერძო სექტორს აქვს.
