აზრისა და გამოხატვის თავისუფლება
აზრისა და გამოხატვის თავისუფლების ინდექსით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 41 ქვეყანას შორის დასახელდა. ჩვენი ქვეყანა 37-ე პოზიციაზეა. მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, რაც „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ 11-წლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება. ინდექსის მიხედვით, საქართველო აზრისა და გამოხატვის თავისუფლებით უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს. ასევე საქართველო უსწრებს 73-ე ადგილზე გასულ მოლდოვას და 59-ე პოზიციაზე მყოფ უკრაინასაც
