ბრიტანული დაბალ ბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet 2025 წლიდან, საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის
ბრიტანული დაბალ ბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet 2025 წლიდან, საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის. კიდევ ერთი ბრიტანული ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან, პირდაპირ ფრენებს კვირაში ორ-ორი სიხშირით შეასრულებს. პირველი ავიარეისი ჟენევიდან თბილისის მიმართულებით 2025 წლის 31 მარტს შესრულდება. პირველი აპრილიდან კი, პირდაპირი ფრენები ლონდონისა და მილანის მიმართულებით დაიწყება
