26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება აქტიურად მიმდინარეობს
26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება აქტიურად მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე გადამზადებას საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელები გადიან. ისინი დეტალურად ეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ამომრჩევლებისთვის თანაბარი და ხელმისაწვდომი საარჩევნო სერვისები; არჩევანის ფარულობის და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნა და მხარდაჭერა და პროცესზე შეუფერხებელი დაკვირვების პირობების უზრუნველყოფა. ქვეყნის მასშტაბით ტრენინგებს, სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 195 ტრენერი ატარებს
