აზრისა და გამოხატვის თავისუფლების ინდექსით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 41 ქვეყანას შორის დასახელდა
აზრისა და გამოხატვის თავისუფლების ინდექსით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 41 ქვეყანას შორის დასახელდა. მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“ აზრისა და გამოხატვის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, რაც „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ 11-წლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება. შეფასებულია მსოფლიოს 142 ქვეყანაში კანონის უზენაესობის მაჩვენებელი. აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით საქართველომ 66 პროცენტი დაიმსახურა. ჩვენი ქვეყანა 37-ე პოზიციაზე გავიდა და მსოფლიოს საუკეთესო იმ 41 ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც, კვლევის მიხედვით, აზრისა და გამოხატვის თავისუფლება ყველაზე ეფექტიანად არის გარანტირებული. ინდექსის მიხედვით, საქართველო აზრისა და გამოხატვის თავისუფლებით უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს. ასევე საქართველო საქართველო უსწრებს 73-ე ადგილზე გასულ მოლდოვას და 59-ე პოზიციაზე მყოფ უკრაინას
