პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიული დღე მიულოცა
პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიული დღე მიულოცა. მთავრობის მეთაურმა დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა დაზვერვის სამსახურის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეროვნული ამოცანების შესრულებაში.პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს ერთგული სამსახურისთვის, პატრიოტიზმისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა. დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებს პროფესიული დღე მიულოცეს პარლამენტის თავმჯდომარემ და დაზვერვის სამსახურის უფროსმა
