ქოლ-ცენტრების ახალ ეპიზოდში, კვალი ისევ დავით კეზერაშვილამდე მიდის
ქოლ-ცენტრების ახალ ეპიზოდში, კვალი ისევ დავით კეზერაშვილამდე მიდის. საგამოძიებო უწყებამ ჯარის ძარცვისთვის გასამართლებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის უახლოესი გარემოცვის წევრებს, ბრალი წარუდგინა. საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა დავით თოდუასა და ელდარ ბინიაშვილზე, რომლებიც კეზერაშვილის თაღლითური ქოლ-ცენტრების სქემაში საკვანძო ფიგურები არიან. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მტკიცებულებების რაოდენობა იზრდება, კეზერაშვილი კი ევროპაში ისევ თავისუფლად გადაადგილდება
