გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე, გიორგი ვაშაძეს ამხელს
გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე, გიორგი ვაშაძეს ამხელს. ფრიდონ ბუბუტეიშვილმა, სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ის ვაშაძის მითითებით მოქმედებდა. პროკურატურა დაკავებულს მეხანძრე- მაშველისთვის ქვის სროლას და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავება. ბუბუტეიშვილის აღიარებაზე გიორგი ვაშაძეს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ ოპოზიცია ახალგაზრდებს არეულობისა და რადიკალური გეგმების განსახორციელებლად იყენებს
