ქარიშხალმა ბორისმა იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია
ქარიშხალმა ბორისმა იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. სტიქიის გამო ემილია-რომანიას რეგიონში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და ქუჩები, განხორციელდა ათასი მოსახლის ევაკუაცია. რთული ვითარებაა ქალაქ ბოლონიაშიც, სადაც მდინარე სავენა ადიდდა.
