კესარია აბრამიძის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმიანება გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
კესარია აბრამიძის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმიანება გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. მიხაელ როთი წერს, რომ კესარია აბრამიძე მოკლეს ერთ დღეში მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ანტი-ლგბტ კანონი მიიღო. ცნობისთვის, ეკლესიის შეურაცხმყოფელი განცხადებებით ცნობილი გერმანელი პოლიტიკოსი, საქართველოს ხელისუფლებას მათ შორის ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის გამო, აკრიტიკებს. როთი ერთ-ერთია იმ უცხოელ აქტორებს შორის, ვინც ქვეყნის შინა საქმეებში ღიად ერევა.
