ისტორიული და სახელმწიფოებრივი პოზიცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მკაცრი გზავნილი აშშ-ს. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი კიდევ ერთი არაპარტნიორული გადაწყვეტილებისაგან თავს შეიკავებს. სანქციები ურთიერთობების გადატვირთვას ხელს არ უწყობს- ასეთია ირაკლი კობახიძის პოზიცია, რომელიც ელჩ დანიგანს პირადად აცნობა. შეხვედრა ამერიკელმა დიპლომატმაც შეაფასა. საქართველოს სურს იცოდეს, რა პრიორიტეტები აქვს ვაშინგტონს რეგიონში ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით და რატომ გრძელდება ნეგატიური კამპანია სტრატეგიული პარტნიორისაგან, მთავრობის ღია და გაცხადებული პოზიტიური განწყობისა და მოლოდინის პასუხად
სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები