თბილისის მერიამ პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი გამოაცხადა
თბილისის მერიამ პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი გამოაცხადა. ამ ეტაპზე მომზადება-გადამზადებას ათასამდე მოქალაქე გაივლის. პროგრამა ითვალისწინებს 18 წლის და უფროსი ასაკის, თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში, ასევე, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მათი დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის კურსებზე სწავლა უფასოა
