ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის განცხადების ინტერპრეტირებას განაგრძობს
ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის განცხადების ინტერპრეტირებას განაგრძობს. მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციის ამ ტყუილს ერთადერთი ახსნა აქვს. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის წინააღმდეგები არიან, რაც ეროვნული ინტერესების ღალატია. „ქართული ოცნება“ ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველო რუსეთისთვის, მკვლელებისა და მწამებლებისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.
