სახელმწიფოებრივი პოზიცია
პრემიერ-მინისტრის სახელმწიფოებრივი პოზიციით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს შანტაჟის ენით ვერავინ დაელაპარაკება. მმართველ გუნდში პოლიტიკური შეფასებები კეთდება ირაკლი კობახიძის და ამერიკის ელჩის შეხვედრაზე, სადაც აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კი, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიცია თვისებრივად გადაიხედოს. პრემიერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან, სინამდვილეში, ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა რობინ დანიგანმა
