ამერიკის შეერთებული შტატები გლობალური ჰეგემონიისკენ ისწრაფვის და ცდილობს სხვა სახელმწიფოები თავის ხატად გარდაქმნას
ამერიკის შეერთებული შტატები გლობალური ჰეგემონიისკენ ისწრაფვის და ცდილობს სხვა სახელმწიფოები თავის ხატად გარდაქმნას. ეს შეფასება მსოფლიოს გავლენიანი მოაზროვნეების სამიტზე ამერიკელ პროფესორებს, ჯეფრი საქსს და ჯონ მერშაიმერს ეკუთვნით. მათი განმარტებით, შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას ერთი ე.წ. „დიფ სთეით“ პარტია მართავს, რომელიც ჯო ბაიდენს, კამალა ჰარისსა და ვიქტორია ნულანდს აერთიანებს. პროფესორ საქსის თქმით, ვაშინგტონი სხვა სახელმწიფოების დაცვით, განვითარებითა და აღმშენებლობით არ არის დაინტერესებული, მისი მთავარი მიზანი ძალაუფლების დემონსტრირებაა. ამის მაგალითად პოლიტიკის ექსპერტებმა უკრაინა მოიყვანეს.