უკრაინის რადის ყოფილი დეპუტატი არტიომ დმიტრუკი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში არეულობას პროგნოზირებს
უკრაინის რადის ყოფილი დეპუტატი არტიომ დმიტრუკი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში არეულობას პროგნოზირებს, მოსალოდნელ რისკზე საუბრობს და ქართველ ხალხს უკრაინული მაიდანის მსგავსი პროცესების თავიდან არიდებისკენ მოუწოდებს. უკრაინული მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ ყოფილი წევრი, რომელმაც, ქვეყანა, მისივე განცხადებით, პოლიტიკური დევნის გამო დატოვა, ამბობს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნები არის არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის. დმიტრუკი საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ თუ არჩევნებში ომის პარტიამ გაიმარჯვა, საქართველოს უკრაინის მსგავსად ომი, ნგრევა და სიღარიბე ელის, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს კი პოლიტიკური დევნა ემუქრებათ.
