ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში გამართული სპორტული კარატეს სარეიტინგო ტურნირი ქართველმა სპორტსმენებმა ორი მედლით დაასრულეს
ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში გამართული სპორტული კარატეს სარეიტინგო ტურნირი ქართველმა სპორტსმენებმა ორი მედლით დაასრულეს. 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა ვასაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. უტა ფონიავა კი, რომელიც 67 კილოგრამში ასპარეზობდა, ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ფონიავა ახალგაზრდებში ევროპის ორგზის ჩემპიონია და უფროსი ასაკის კარატისტებს შორის პირველად გამოვიდა.
