ქართველი სპორტსმენები მსოფლიო თამაშებისთვის ემზადებიან
ქართველი სპორტსმენები მსოფლიო თამაშებისთვის ემზადებიან. ჩვენი ქვეყნის ნაკრები 17 სპორტსმენისგან შედგება, რომლებიც ავტოსპორტის ოლიმპიადად წოდებულ ტურნირზე, სპორტის 9 სახეობის 11 დისციპლინაში გამოვლენ. შეჯიბრება 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობენ 174 ქვეყნის ჩემპიონები. ქართველი სპორტსმენები რამდენიმე დღეში ბარსელონაში გაემგზავრებიან, სადაც მოსამზადებელ ეტაპს გაივლიან.
