მსოფლიო რეკორდსმენმა გიორგი გახელაძემ პრესკონფერენცია გამართა
მსოფლიო რეკორდსმენმა გიორგი გახელაძემ პრესკონფერენცია გამართა. მან რამდენიმე დღის წინ, შავ ზღვაზე მოტოციკლით ღია წყალში ყველაზე დიდი მანძილის გავლა შეძლო. გახელაძემ ქობულეთის ახალი ბულვარის მიმდებარე სანაპიროდან ფოთში, მალთაყვის სანაპირომდე 33 კილომეტრი 100-ს კილომეტრ საათამდე სიჩქარით 33 წუთსა 17 წამში გაიარა. მისი მომდევნო გამოწვევა მყინვარწვერია. გახელაძე 5300 მეტრზე ასვლას გეგმავს.
