კორუფციის არარსებობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
კორუფციის არარსებობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში კი ლიდერობს. მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“ კორუფციის არარსებობის ინდექსს აქვეყნებს, რომელიც „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ 11 წლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება. კორუფციის არარსებობის შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით საქართველომ 68 პროცენტი მიიღო და ლატვიასთან და მალტასთან ერთად თანაბარი შეფასებით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 ადგილზე, მსოფლიოში კი 29-ე პოზიციაზე გავიდა. საქართველო კორუფციის არარსებობით უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს 14 წევრს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს: იტალიას, ჩეხეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ხორვატიას, უნგრეთს, საბერძნეთს, კვიპროსს, რუმინეთს, ბულგარეთს, ალბანეთს, თურქეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ბოსნოა ჰერცეგოვინას, მოლდოვას და უკრაინას. საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავი ზღვისპირეთში და ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
